GE EN
Tsikhela logo

უნივერსალური ინოვაციური სერვის-ბრენდი „ციხელა“

ბიზნეს კომპანიის "იმიჯის" კატალიზატორი — პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორი“

რეზიუმე-მიზანდასახულობა

უნივერსალური ინოვაციური სერვისი-ბრენდი „ციხელა“-ს მიხედვით, ნებისმიერი მსხვილი ბიზნეს კომპანიის (კორპორაციის) რეალური მუშაობის მოთხოვნილი „იმიჯის“ შესაბამისად, დაიგეგმება და შეიქმნება საანალიზო კომპანიის ეფექტური ეკონომიკური ლოგისტიკური ცენტრალიზებული სიტუაციური პროგნოზირება-მართვის ქმედითი წარმოების სრული შესაძლებლობა — ბიზნეს კომპანიის სრული „იმიჯის დადგენის“ შემოთავაზებული პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორის“ (კატალიზატორის) მიხედვით აგებული საპროგნოზო მოდელურ-ინსტრუმენტული საშუალება-სისტემის ბაზაზე. თავად პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორი“ დაფუძნებული იქნება საანალიზო არაერგოდიული ბიზნეს პროცესის არაკლასიკური მათემატიკური აპარატის დესკრიფციული (აღწერითი) მოდელირების, ჰარინგტონის უგანზომილებო შკალის ხარისორივ-კრიტერიული გრადაციული შეფასებების მიხედვით დადგენილი ცუდი, საშუალო, კარგი „იმიჯის“ ლოგისტიკური აპროქსიმაციის შესაძლებლობის უნარით „ბუნდოვანი გარემოს“ ყოვლისმომცველი მრავალფაქტორული და სხვადასხვაგანზომილებიანი მონაცემების ველის პირობებში (სადაც, „დროსა და სივრცეში“ მიმდინარე „ბუნდოვანი გარემოს“ ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის დამყარებული მდგომარეობა ადამიანის („ცოდნის ინჟინრის“) გონებრივ შესაძლებლობას აღემატება). ამასთან ერთად, პოტენციური რისკი-ზარალი წინასწარ იქნება გათვალისწინებული — იხ. საიტის კონტენტის „იმიჯი“ დოქტრინა და მეთოდოლოგია. ამრიგად მოცემულ კონტექსტში, შემოთავაზებული საიტის ინოვაციური მეთოდოლოგიური ტექნოლოგიური სამეცნიერო-პრაქტიკული მიდგომა-დოქტრინა რეალურად ხელს შეუწყობს ნებისმიერი მსხვილი ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) მუშაობის „იმიჯის“ დაგეგმვა-პროგნოზირებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. განკუთვნილია კომპანიის (ან კორპორაციის) აღმასრულებელი ადმინისტრაციული მუშაკების, საგეგმო-ეკონომიკური განყოფილებისა და სხვა ეკონომიკური ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის „ცოდნის ინჟინერი“ სპეციალისტი მენეჯერებისთვის.

„იმიჯი“-დოქტრინა

ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) „იმიჯის“ დოქტრინა დამყარებულია მახასიათებელი ეკონომიკური ფაქტორ-მაჩვენებლების ეფექტიანი დაგეგმვა-პროგნოზირების ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის სტრატეგიის შემუშავებაზე „დროსა და სივრცესში“ მიმდინარე „ბუნდოვანი გარემოს“ პირობებში, რომელიც საშუალებას იძლევა ოპერატიული და პერსპექტიული (სტრატეგიული) მოლოდინის შესაბამისად სწრაფი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ გამოწვევაზე კრიზისის პროცესში. ამის საშუალებას იძლევა უნივერსალური ინოვაციური სერვისი-ბრენდი „ციხელას“ შემუშავებული საიტი, ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის გადაწყეტილებათა მიღების პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორი“-ს დაგეგმვა-პროგნოზირების მოდელურ-ინსტრუმენტული საშუალება. თავად, „ჭკვიანი გენერატორი“-ს დაგეგმვა-პროგნოზირების მოდელურ-ინსტრუმენტული საშუალება ე.წ. „კატალიზატორის“ როლს ასრულებს კომპანის სასურველი მუშაობის „იმიჯის“ დაგეგმვა-პროგნოზირების პროცესის ფორმირებასა და მის პრაქტიკულად შენარჩუნებაში. „იმიჯის“ დოქტრინა ეფუძნება საწყისი მონაცემების ეკომომოკური ხასიათის საანალზო ფაქტორ-მახასითებლების (Hi = 1,2,...,n) არაკლასიკური მათემატიკის დესკრიფციულ (აღწერით) მოდელირებასა და ჰარინგტონის უგანზომილებო შკალის ხარისხობრივ-კრიტერიული შეფასების გრადაციებს, სააპროქსიმაციო ლოგისტიკური მრუდის შედგენით. სადემონსტრაციოდ განხილულ იქნება ჰიპოთეტურად აღებული ბიზნეს კომპანიის ცენრტალიზებული სიტუაციური ეკონომიკური მართვის „იმიჯის“ დადგენის მაგალითი, რომელიც ფუნქციონირებს 9 ფაქტორ-მაჩვენებლიან ველში ცხრ. 1-ის მოხედვით და მოიცავს კომპანიის სრული წლის გამავლობაში დაფიქსირებულ (ჰარინგტონის უგაზომილებო შკალის ხარიხობრივ-კრიტერიულო გრადაციების მიხედვით) „ცუდი“ „იმიჯით“ მუშაობის შესაბამის მდგომარეობას - d = 0,2, აგრეთვე სრული წლის განმავლობაში ფიქსირებულ კომპანიის „კარგი“ d = 0,8 „იმიჯით“ მუშაობის შესაბამისი მდგომარეობასაც. ამავე ცხრილში ასახულია კომპანიის ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის პროცესში დაკვირვებულო ცალკეული ფაქტორ-მაჩვენებლების მახასიათებელი მატრიცა-ვექტორის მდგენი პარამეტრები, შესაძლო „იმიჯის“ შესაფასებლდ.

ცხრილი 1-ში მოყვანილია კომპანიის ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის ამსახველი საანალიზო „იმიჯის“ „ცუდი“ d=0,2 და „კარგი“ d=0,8 ერთიანი (ინტეგრალური) მდგომარეობების შეფასება (D1 და D2) ზოგადი სახით: ცხრილი 1-ის საწყისი მონაცემების მატრიცა-ვექტორის მე-5 და მე-6 გრაფების მიხედვით მიღებულია: იმიჯი -2, D1=0,8415 და იმიჯი -3, D2=0,7725, რაც ჰარინგტონის უგაზომილებო შკალის გრადაციების მიხედვით ეკუთვნის ინტეგრალური „იმიჯის“ ხარისხორივ-კრიტერიული შეფასების გრადაციის „კარგ“ ინტერვალს - D = (0,6 – 0,8).

მოცემულ კონტექსტში, დოქტრინა ხელს შეუწყობს საანალიზო „ბიზნეს კომპანიის“ „იმიჯის“ გაზრდა-შენარჩუნებას ცენტრალიზებული მართვის სიტუაცირ მდგომარეობათა გადაწყვეტილების მიღების დაგეგმვა-პროგნოზირებისა (პერსონალური ინტელეტუალური „ჭკვიანი გენერატორის“ – „იმიჯის“ „კატალიზატორის“ მოდელურ-ინსტრუმენტული საშუალებით) და ზოგადად კომპანიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, „დროსა და სივრცეში“ მიმდინარე „ბუნდოვანი გარემოს“ ყოვლისმომცველი 9 ფაქტორ-მაჩვენებლიანი ველის პირობებში. ამგვარად, „ბიზნეს კომპანიის“ „ცოდნის ინჟინერი“ მენეჯერების მუშაობა ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის საგეგმო-ეკონომიკური განხრით გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში უზრუნველყოფილ იქნებიან კომპანიის „კარგი“ მუშაობის სასურველი „იმიჯით“, შემოთავაზებული პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორის“ „იმიჯის“ დაგეგმვა-პრგნოზირებისა და განხორციელების პროცესში ცხრ. 2-ში მოყვანილი რეკომენდებული მოდელურ-ინსტრუმტნტული საშუალების სისტემური გამოყენებით (როდესაც „ცოდნის ინჟინრის“ გონებრივი უნარი ბუნებრივად ვერ წვდება „დროსა და სივრცეში“ მიმდინარე „ბუნდოვანი გარემოს“ ყოვლისმომცველ მრავალფაქტორულ ველის ანალიზს), ამასთან თავიდან იქნება აცილებული წინასწარ დაუგეგმავი პოტენციური ეკონომიკური რისკი-ზარალის ხთომილების ალბათობა.

ქვემოთ მოცემულია „ბიზნეს კომპანიის“ სასურველი „იმიჯის“ კვლევა-ანალიზის სათვალსაჩინო სადემონსტრაციო მაგალითი, ცხრილი 1-სა და ცხრილი 2-ის მიხედვით. განიხილება კომპანიის ეკონომიკური ხასიათის საწყისი ინფორმაცია, რომელიც ფორმირებულია „დროსა და სივრცეში“ მიმდინარე „ბუნდოვანი გარემოს“ ყოვლისმომცველი 9 ფაქტორიანი ველის პირობებში დამყარებული ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის არაერგოდიულ პროცესში. ანალიზი ჩატარდა ცხრილი 1-ის საწყისი მონაცემების ფაქტორ-მაჩვენებლეს მიხედვით წინასწარ შედგენილი პერსონალური ინტელექტური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორის“ მოდელურ-ინსტრუმენტული საშუალების გამოყენებით და მიღებულია შედეგი (იხ. ცხრ.2), „იმიჯის“ დაგეგმვა-პროგნოზირების „ჭკვიანი გენერატორის“ (კატალიზატორის) პრინციპით კვლევის მეთოდის ბაზაზე.

უნივერსალური ინოვაციური სერვისი-ბრენდი „ციხელა“ ბიზნეს კომპანიის „იმიჯის“ კატალიზატორი - პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორის“ მიხედვით ბიზნეს კომპანიის „იმიჯის“ შეფასების მაგალითის ანალიზის შედეგმა აჩვენა, რომ შემოთავაზებული საიტის გამოყენება ადექვატურ რწმუნებას იძლევა მის საყოველთაო ბაზრებზე გასავრცელებლად (საქართველოსა და სხვაგან), ნებისმიერი მსხვილი „ბიზნეს კომპანიის“ „იმიჯის“ გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების დაგეგმვა-პროგნოზირების სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტაში, მიმდინარე და პერსპექტიული მოლოდინის პირობებში. ამრიგად, ზემოთ აღნიშნულ კონტექსტში, ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) „ცოდნის ინჟინრების“-თვის სახელმძღვანელოდ წარმოდგენილ იყო სასურველი მუშა „იმიჯის“ დადგენის „ინოვაცირი მენეჯმენტის“ მეთოდური ლოგისტიკური დოქტრინა - „დროსა და სივრცეში“ მიმდინარე „ბუნდოვანი გარემოს“ მრავალფაქტორული ველის ცვალებადობის პროცესში სამოქმედოდ (ქვემოთ იხ. ცხრ.1 და ცხრ. 2):

სათვალსაჩინო-სადემონსტრაციო მაგალითი

ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) სამუშაო „იმიჯის“ კვლევა-ანალიზისა და დადგენის სათვალსაჩინო-სადემონსტრაციო მაგალითის ეკონომიკური ხასიათის მახასიათებელი საწყისი ინფორმაცია

ცხრილი 1

ცხრილი 1

D1 = 0,8415, D2 = 0,7725

„ბიზნეს კომპანიის“ ინტეგრირებული „იმიჯის“ სიტუაციურ მდგომარეობათა ხარისხობრივ-კრიტერიული შეფასებისა და დაგეგმვა-პროგნოზირების დესკრიფციული ტიპის რეკომენდებული სტრატეგიული „ეტალონური“ მოდელები, როგორც პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორის“ მოდელურ-ინსტრუნტული საშუალების სისტემა, მოქმედი „ბუნდოვან გარემოს“ პირობებში

ცხრილი 2

ცხრილი 2

დასკვნა და სამიზნე ფოკუსი

ამრიგად, „იმიჯი“-დოქტრინას მიხედვით, შემოთავაზებული ვებსაიტი https://businessgenerator.com.ge/ არის პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს კონსულტაციის პლატფორმა-„ჭკვიანი გენერატორი“ და უნივერსალური ინოვაციური მომსახურების ბრენდი სახელწოდებით „ციხელა“, რომელიც პოზიციონირებულია როგორც კორპორატიული „იმიჯის“ კატალიზატორი და ბიზნეს-მრჩეველი კომპანიის (ან კორპორაციის) საქმიანობის ანალიზისა და დაგეგმვისთვის „დროსა და სივრცეში“ ფორმირებული „ბუნდოვანი გარემოს“ ყოვლისმომცველი მრავალფაქტორული არაერგოდიული პროცესის ველის ცვალებადობის პირობებში.

საიტის ძირითადი ფოკუსებია:

პროექტის კონცეფცია

პროექტი (საიტი: https://businessgenerator.com.ge/) კომერციული უნივერსალური ინოვაციური სერვის-ბრენდი „ციხელა“ — ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) „იმიჯის“ კატალიზატორი, პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორი“ — განკუთვნილია და მოემსახურება ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) სასურველი მუშაობის „იმიჯის“ დადგენასა და განხორციელებას, ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის (შეფასება, მონიტორინგი, სწავლების) მიმდინარე დამყარებული რთული არაერგოდიული პროცესის „დროსა და სივრცეში“ ფორმირებული „ბუნდოვანი (არამკაფიო) გარემოს“ ყოვლისმომცველი მრავალფაქტორული ველის ცვალებადობის ოპერატიული და პერსპექტიული (სტრატეგიული) მოლოდინის შესაბამისად.

მოცემულ კონტექსტში, დასმული პრობლემური ამოცანები შემოთავაზებული კომერციული საიტი უნივერსალური ინოვაციური სერვის-ბრენდი „ციხელა“-ს ბაზაზე გადაწყდება პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორი“ — „იმიჯის“ კატალიზატორის მოდელურ-ინსტრუმენტული საშუალება-სისტემის საფუძველზე.

განკუთვნილია: მსხვილი ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) ადმინისტაციური ხელმძღვანელების, საწარმოს საგეგმო-ეკონომიკური განყოფილებისა და „ცოდნის ინჟინერი“ სპეციალისტების მენეჯერებისთვის.

სლოგანი

ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) რეალური „იმიჯის“ დაგეგმვა-პროგნოზირება „დროსა და სივრცეში“ ფორმირებული „ბუნდოვანი გარემოს“ პირობებში, პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორის“ ბაზაზე — მათი ეფექტური ცენტრალიზებული სიტუაციური მართვის ქმედითი მოდელურ-ინსტრუმენტული საშუალებაა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ციხელაშვილი.

მეთოდოლოგია

ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) სიტუაციური ცენტრალიზებული ეკონომიკური მართვის შემოთავაზებული ბიზნეს საიტის პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორის“ (ე.წ. კატალიზატორის) მეთოდოლოგია დაფუძნებულია „დროსა და სივრცეში“ მიმდინარე „ბუნდოვან გარემოს“ ოპერატიული და პერსპექტიული მოლოდინის ფლუქტუაციის პირობებში ფიქსირებული მახასიათებელი საანალიზო ფაქტორ-მაჩვენებლების (Hi) არაერგოდიული ბიზნეს პროცესის (di = f(Hi)) არაკლასიკური მათემატიკური აპარატის დესკრიფციული (აღწერითი) მოდელირების, ჰარინგტონის უგანზომილებო შკალის ხარისხობრივ-კრიტერიული გრადაციული შეფასებების (di) მიხედვით.

ამასთან, ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) ცუდი, საშუალო, კარგი „იმიჯის“ დადგენის ქმედითი საშუალება იქმნება ლოგისტიკური მრუდის აპროქსიმაციით (იხ. ნახ. 1). შემოთავაზებული მეთოდოლოგიური მიდგომა გამოიყენება ავტორის სამეცნიერო ნაშრომებში [1,2,3]. აქ [1] მონოგრაფიაა: „სივრცით-დროითი ქსელური ნაკადების მართვის ინტელექტუალური სისტემების აგების საფუძვლები“ და მას შეიძლება რეკომედაცია მიეცეს მსხვილი ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) (როგორც, ევოლუციურად განვითარებადი სისტემების) მუშაობის „იმიჯის“ გასაზღვრაში, ზემოთ აღნიშნულის ბაზაზე სტრატეგიული დესკრიფციული (აღწერითი) სახის მოდელების შედგენაში. მოდელების აგება შეიძლება როგორც ცალკეულად (დიფერენციულად) აღებული საანალიზის საპროგნოზო ფაქტორ-მაჩვენებლებისთვის (ვთქვათ, იმიჯი დოქტრინაში სადემონსტრაციოდ მოყვანილი ცხრ. 1-ის მიხედვით: ნომინალური მშპ - მლნ. აშშ $, ეკონომიკური ზრდა - %, ინფლაცია - % და ა. შ), ასევე მოყვანილი საპროგნოზო მაჩვენებლების ინტეგრალურად (ერთიანად) შეფასების დროს სასურველი დაჯგუფების (კომბინაციების) აღების შემთხვევაში (ვთქვათ, 1-ლი საანალიზო ჯგუფი: ნორმალური მშპ - მლნ. აშს $ + ეკონომიკური ზრდა - % + ინფლაცია - %; მე-2 საანალიზო ჯგუფი: შემოსავლები - მლნ. აშს $ + ხარჯები - მლნ. აშშ $ + საშინაო ვალი - მლნ. აშშ %) და ა. შ. შეიძლება გაანალიზდეს საპროგნოზო მაჩვენებლების ნებისმიერად აღებული კომბინაციაც. შემოთავაზებული დესკრიფციული სახის მოდელების აგების მეთოდოლოგია საანალიზო ფაქტორ-მაჩვენებლების ერთად შეკვრა-განხილვაში ემყარება ჰარინგტონის უგანზომილებო შკალის ხარისხობრივ-კრიტერიული გრადაციებით შეფასებების გამოყენებას, რითაც ის გამოყენებისთვის უნივერსალური და ობიექტურია, როგორც შექმნილი ნებისმიერი რეალური „იმიჯის“ დადგენაში ასევე მის აყვანაში კარგი „იმიჯის“ (0,6 – 0,8) ინტერვალში.

ამასთან დესკრიფციული სახის მეთოდოლოგია ითვალისწინებს „მიზნის მიღწევის“ შესაძლებლობას, რომელსაც საფუძვლად ედება ეკონომიკის დარგში მაღალკვალიფიციური მენეჯერ-ექსპერტის („ცოდნის ინჟინრის“) ხედვა ანუ ეკონომიკურ მდგომარეობათა ფსიქოფიზიკური უპირატესობის სისტემის ფორმალიზაცია. ამრიგად, რეკომენდებული შკალის დახმარებით ლინგვისტიკურ შეფასებებსა და მათ შესაბამის კრიტერიულ მნიშვნელობებს შორის მყარდება შემდეგი დამოკიდებულება: „ძალიან კარგი“- (1,00-0,80) - მაჩვენებლის შესაძლო მაქსიმალური დონე, რომელიც ყოველთვის არ შეიძლება მიიღწეს; „კარგი“-(0.80-0,63) - მაჩვენებლის კარგი და დასაშვები დონე, რომელიც რეალურად მისაღებია; „დამაკმაყოფილებელი“ (0.60-0.37) – დასაშვები და საკმარისი დონე; „ცუდი“ – (0.37-0.20) - მაჩვენებლის ის დონე, რომელიც ყოველთვის უნდა მიიღწეს; „ძალიან ცუდი“ – (0.20 – 0.00) - მაჩვენებლის არასასურველი დონე.

მოცემულ კონტექსტში, მიზაშეწონილი იქნება მსხვილი ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) სიტუაციური ცენტრალიზებული მართვის სამუშაო სასურველი (ეფექტური) „იმიჯის“ გრაფიკული ინტერპრეტაციის გამოსახვა მოხდეს კონტენტის „იმიჯი“ დოქრტინაში რეკომენდებული ჰარინგტონის უგანზომილებო შკალის ინტეგრალური ხარისობრივ-კრიტერიული კარგი გრადაციის (0,6-0,8) ინტერვალის თანახმად - ნახ.1:

აქ: di1 = 0,6 და di2 = 0,8 ჰარინგტონის უგანზომილებო შკალის ინტეგრალური ხარისობრივ-კრიტერიული კარგი (0,6-0,8) შეფასების „იმოჯის“ სიდიდეებია, ხოლო Hi1, Hi2 მათი შესაბამისი ფაქტორ-მაჩვენებლები; ლოგისტიკური მრუდის გამუქებული ნაწილი ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) ეკომონიკური ფაქტორ-მაჩვენებლების ინტეგრალური სასურველი -ეფექტური „იმიჯის“ მართვის (0,6-0,8) ინტერვალს ასახავს.

ეკონომიკური ფაქტორ-მაჩვენებლების დესკრიფციული მოდელების შესადგენად რეკომედებულია სააპროქსიმაციო საშუალებად აღებულია შემდეგი სახის ორმაგი ექსპონენციალური ფუნქცია:

di = exp [ − exp − ( b0 + b1 Hi )]   (1)

სადაც: di - საანალიზო ეკონომიკური ფაქტორ-მაჩვენებლის მიხედვით შედგენილი სტრატეგიული მოდელის ხარისხობრივ- კრიტერიული შეფასების სიდიდეა (რომელიც ჰარინგტონის უგანზომილებო შკალის მოყვანილი ხარისხობრივ- კრიტერიული შეფასების გრადაციებით ხასიათდება); Hi -საანალიზო ეკონომიკური ფაქტორ-მაჩვენებელია; i = 1,2,…,m - ეკონომიკური ფაქტორ-მაჩვენებლების რიცხვია; b0 და b1 - მოდელის საძიებელი კოეფიციენტებია, რომელიც თითოეულ საანალიზო ფაქტორ-მაჩვენებლისათვის გამოითვლება სპეციალური სისტემის შედგენითა და ამოხსნით სამოდელო (1)-ლ დამოკიდებულებაში საპროგნოზო მაჩვენებლების საანალიზო მატრიცა-ვექტორიდან ექსპერტის მიერ d=0.2 (შეფასების ხარისხობრივი შკალის მიხედვით „ცუდი ეკონომიკური მდგომარეობისა“) და d=0.8 (შეფასების ხარისხობრივი შკალის მიხედვით „კარგი ეკონომიკური მდგომარეობის“) შესაბამისი მაჩვენებლების ჩასმით. ამრიგად ეკონომიკური ფაქტორ- მაჩვენებლების მიხედვით (იხ. საიტის კონტენტის „იმიჯი“ დოქტრინაში საანალიზო საპროგნოზო ფაქტორ-მაჩვენებლების ცვალებადობის მატრიცა-ვექტორი - ცხრ.1 და ამ ფაქტორ-მაჩვენებლების მიხედვით შედგენილი დესკრიფციული ტიპის სტრატეგიული (ეტალონური) მოდელები - ცხრ. 2.). საანალიზო საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით შედგენილი დიფერენციული სახის სტრატეგიული მოდელების გამოყენებით შესაძლებლობა იქმნება დახასიათებულ იქნას საანალიზო მსხვილი ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) ეკონომიკური პერსპექტიული განვითარების მდგომარეობის საპროგნოზო ინტეგრალური ვექტორი ნებისმიერად აღებული მაჩვენებლების საანალიზი კომბინაციის შესაბამისად. ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება, სრული წლის შესაბამისად, მოვახდინოთ მახასიათებელი ცალკეული მდგენი საპროგნოზო ფაქტორ-მაჩვენებლების მიხედვით მიღებული დიფერენციული ხარისხობრივ-კრიტერიული შეფასების მონაცემთა შეკვრა - ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) „იმიჯის“ ხარისხობრივ-კრიტერიული Di ინტეგრალური მნიშვნელობის მისაღებად. უნდა აღინიშნოს, რომ „იმიჯის“ Di ინტეგრალური შეფასებაში მოყვანილი ჰარინგტნის უგაზომილებო შკალის ხარისხობრივ-კრიტერიული შეფასების შკალური გრადაციები ანლოგიურად იგივე რჩება, რაც აღებული იყო ფაქტორ-მაჩვენებლების დიფერენციული გამოყენების შემთხვევაში. ანგარიშის პროცედურა „იმიჯის“ საანალიზო ფაქტორ-მაჩვენებლების კომბინაციის შესაბამისად აღებული ხარისხობრივ-კრიტერიული შეფასების Di ინტეგრალური მნიშვნელობის მისაღებდ განისაზღვრება, როგორც საანალიზო მატრიცა-ვექტორის მდგენი ფაქტორ-მაჩვენებლების ხარისხობრივ-კრიტერიული სიდიდეების ნამრვლის საშუალო გეომეტრიული სიდიდე, ანუ:

Dm = ( d1 × d2 × … × dm )1/m   (2)

აქ: Dm - მოცემული ვექტორ-მატრიცის მიხედვით აღებული ეკონომიკური ფაქტორ-მაჩვენებლების განსახილველი კომბინაციის ინტეგრალური კრიტერიული შეფასებაა ჰარინგტონის უგაზომილებო შკალის ხარისხობრივ- კრიტერიული შეფასებების მიხედვით; (d1 x d2 x … x dm) – საანალიზო საპროგნოზო ფაქტორ-მაჩვენებლების მიხედვით აღებული კომბინაციებია. მოყვანილი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანალიზებული და წარმოდგენილია საიტის კონტენტის „იმიჯი“-დოქტრინას ცხრ.1 და ცხრ. 2.

წყაროები:

  1. ზაურ იოსების ძე ციხელაშვილი, არჩილ ივერის ძე ფრანგიშვილი, ბაკურ ჯონის ძე ჩხენკელი. მონოგრაფია: სივრცით-დროითი ქსელური ნაკადების მართვის ინტელექტუალური სისტემების აგების საფუძვლები - აკადემიკოს ვლადიმერ ვლადიმერის ძე ჭავჭანიძის რედაქციით. თბლისი, „მეცნიერება“, 1997, 264 გვ.;
  2. ზაურ იოსების ძე ციხელაშვილი. სახელმძღვანელო: ლოგისტიკა. სამეცნიერო რედაქტორი აკადემიკოსი ვლადიმერ ვლადიმერის ძე ჭავჭანიძე. თბილისი, გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2004 ISBN 99940-35-00-2, 217 გვ.;
  3. ზაურ იოსების ძე ციხელაშვილი და სხვ. დამხმარე სახელმძღვანელო: ინოვაციური პროცესების მართვა. რედაქტორი აკადემიკოსი ვლადიმერ ვლადიმერის ძე ჭავჭანიძე. თბილისი, გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2009 ISBN 978-9941-14-592-6, 242 გვ.

ეფექტი

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაცის) ცხადი (ტრადიციული) ეკონომიკური მართვის ეფექტი ბუნდოვან (ბუნდოვან/fuzzy) გარემოსთან შედარებით ხასიათდება მაღალი სიზუსტით, მკაცრი დეტერმინიზმითა და პროგნოზირებადობით, თუმცა მას აქვს დაბალი ადაპტაციის უნარი რეალურ, არასტაბილურ ბაზარზე. ცხადი მართვისას გადაწყვეტილებები ეფუძნება ორვალენტიანი ლოგიკას („კი“ ან „არა“, 1 ან 0), ხოლო ბუნდოვანი (Fuzzy) მიდგომა უშვებს შუალედურ მნიშვნელობებს („ნაწილობრივ კი“, „მეტწილად არა“), რაც უკეთ ასახავს თანამედროვე ბიზნესის გაურკვევლობას. ამ ორ გარემოს შორის მართვის ეფექტის სიდიდისა და ხარისხის ძირითადი შედარება მოცემულია ცხრილში:

მახასიათებელი ცხადი ეკონომიკური მართვა ბუნდოვანი (Fuzzy) ეკონომიკური მართვა
ინფორმაციის სიზუსტე მოითხოვს აბსოლუტურად ზუსტ, რაოდენობრივ მონაცემებს. მუშაობს არასრულ, ხარისხობრივ და ბუნდოვან მონაცემებზეც.
გადაწყვეტილების ეფექტი მაქსიმალურია სტაბილურ, 100%-ით პროგნოზირებად გარემოში. ოპტიმალურია მაღალი რისკისა და ფორსმაჟორულ სიტუაციებში.
დანახარჯები დიდი რესურსი იხარჯება ზუსტი ანალიტიკისა და კვლევებისთვის. ამცირებს ხარჯებს, რადგან ეყრდნობა ექსპერტულ შეფასებებს.
მოქნილობა დაბალია. მოდელი ვერ უმკლავდება მოულოდნელ ცვლილებებს. მაღალია. მოდელი მარტივად ადაპტირდება ბაზრის რყევებზე.

ეფექტის სიდიდის განსაზღვრის ძირითადი ასპექტები:

სტაბილურ პირობებში:
ცხადი მართვის ეფექტი ბევრად აღემატება ბუნდოვანს. როდესაც ბაზარი პროგნოზირებადია, ზუსტი მათემატიკური ფორმულები (მაგ. Lineal Programming, მკაცრი ფინანსური ბიუჯეტირება) იძლევა რესურსების ოპტიმალური განაწილების მაქსიმალურ მაჩვენებელს.

არასტაბილურ (რეალურ) პირობებში:
ცხადი მართვის ეფექტურობა მკვეთრად ეცემა და ხშირად ნულდება, რადგან რეალური ეკონომიკური პროცესები იშვიათად ჯდება მკაცრ საზღვრებში. ამ დროს ბუნდოვანი მართვა (Fuzzy Logic) ავლენს დიდ ეფექტს, რადგან ის მენეჯერებს აძლევს საშუალებას მართონ რისკები და პოტენციური ზარალი „უხეში“, მაგრამ რეალისტური დაშვებებით.

სარეკლამო რგოლი

ნებისმიერი მსხვილი ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას! — ბუნებრივია, რომ თქვენი კომპანიის სექტორი მუშაობს „დროსა და სივრცეში“ ფორმირებული ყოვლისმომცველი მრავალფაქტორული და მრავალგანზომილებიანი მაღალი ცვალებადობის არაერგოდილი პროცესის ველში, რაც მსხვილი ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) „ბუნდოვან (არამკაფიო) გარემოში“ მუშაობის „იმიჯის“ დაგეგმვა-პროგნოზირება-შენარჩუნებასა და ლოგისტიკური ცენტრალიზებული მართვის გადაწყვეტილებათა მიღების წარმოების ორგანიზაციას მნიშვნელოვან რეალურ პრობლემასა და პოტენციურ ზარლ-რისკებს უქმნის.

ამასთან დაკავშირებით, პრევენციისათვის შევქმენით ბიზნეს საიტი: „უნიცერსალური ინოვაციური სერვის-ბრენდი „ციხელა“ ბიზნეს კომპანიის „იმიჯი“-ს კატალიზატორი“-პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორი“ (იხ. საიტი https://businessgenerator.com.ge/), რომელიც აერთიანებს კომპანიის ყველა საანალიზო ფაქტორ-მაჩვენებელს და ჰარინგტონის უგანზომილებო ხარისხორივ-კრიტერილი შეფასებების გრადაციების მიხედვით ოპერატიული და სტრატეგიული მოლოდინის შესაბამისად, იძლევა: ცუდი, საშუალო ან კარგი „იმიჯის“ ლოგისტიკური პროგნოზის განსაზღვრის შესაძლებლობას.

რწმუნებისათვის — გთავაზობთ, პირველ ეტაპზე, უფასოდ დაგიდგინოთ კომპანიის (ან კორპორაციის) მუშაობის არსებული „იმიჯი“ თქვენი სექტორის მუშაობის მახასიათებელი საწყისი ეკონომიკური ინფორმაციის შესაბამისად, რომელიც შედგენილი იქნება საწარმოს „ცოდნის ინჟინრისა“ და საგეგმო-ეკონომიური განყოფილების მუშაკების მიერ (იხელმძღვანელეთ გამოგზავნილი ბიზნეს საიტის კონტენტის „იმიჯი დოქტრინას“ ცხრ.1 — ის საწყოსი მონაცემების ანალოგიურად და ინფორმაცია ამავე ელფოსტით გადმოგზვნეთ — არსებული „იმიჯის“ დასადგენად).

კომპანიის მუშაობის არასასურველი „იმიჯის“ აღმოჩენისას, თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, ვაყენებთ საკითხს საიტის შესაბამისად სათანადო ხელშეკრულების დადებაზე.

პატივისცემით, ზაურ ციხელაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ემერიტუს (დამსახურებული) პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ამერიკის ბიოგრაფიული საზოგადოების „ოქროს მედლის“ მფლობელი, საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის.

ელფოსტა: tsikhelashvilizaur@gmail.com  •  მობ., ტელ.: +995 593 240 271

ღირებულება

რეალურ პირობებში მსხვილი ბიზნეს კომპანიის (ან კორპორაციის) სრულად პერსონალური ინტელექტუალური ბიზნეს-მრჩეველი „ჭკვიანი გენერატორი“-ს შექმნის ღირებულება რამოდენიმე მილიონ აშშ დოლარს და მეტსაც კი შეიძლება აღწევდეს, ხოლო მისი ფასი სამომხმარებლო ბაზარზე არასტაბილური და არაჰიპოთეტურია.

აღნიშნულისა და საანალიზო მსხვილ კომპანიებში დამყარებული „ბუნდოვანი (არაკაფიო) გარემოს“ მოსალოდელი ხთომილების მაღალი ზარალი-რისკების სიდიდეების უკუგდების პრინციპის გათვალისწინებით, საიტი „უნივერსალური ინოვაციური სერვის-ბრენდი“ „ციხელას“ იმპლემენტაციის ღირებულება ზომიერად გაფასდა 5 მილიონი (ხუთი მილიონი) აშშ დოლარი.

კონტრაქტის განხორციელების პერიოდი ნავარაუდევია 2–3 თვე.

ავტორი

ზაურ ციხელაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ-ს) ემერიტუს (დამსახურებული) პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ამერიკის ბიოგრაფიული საზოგადოების „ოქროს მედლის“ მფლობელი.

ზაურ ციხელაშვილი

კონტაქტი

📧 tsikhelashvilizaur@gmail.com
📞 +995 593 240 271
🌐 businessgenerator.com.ge